ჭიდაობა

ძიუდო

ლევან ყიფიანმა და ლერი ხაბელოვმა ქარელში ძიუდოს ახალი დარბაზი გახსნეს

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა - ლერი ხაბელოვმა 24 მაისს ქარელში ძიუდოს ახალი დარბაზი გახსნეს.

დარბაზის გახსნას ლევან ყიფიანი, მოადგილე - თამაზ თევზაძესთან და სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად, ასევე, ოლიმპიურ ჩემპიონ, პარლამენტის წევრ - შოთა ხაბარელთან და ქარელის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრო.

ძიუდოს დარბაზის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაიწყო, საბოლოო სამუშაოები კი ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ შესრულდა და რაიონს ახალი, 2-ტატამიანი და 200-მდე მაყურებელზე გათვლილი
დარბაზი შეემატა.

დღევანდელი მონაცემებით, ქარელის ახალ სპორტულ დარბაზში ჯამში 300-მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს.

msy.gov.ge
ასევე დაგაინტერესებთ