დარბაზის გახსნას ლევან ყიფიანი, მოადგილე - თამაზ თევზაძესთან და სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად, ასევე, ოლიმპიურ ჩემპიონ, პარლამენტის წევრ - შოთა ხაბარელთან და ქარელის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრო.
ძიუდოს დარბაზის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაიწყო, საბოლოო სამუშაოები კი ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ შესრულდა და რაიონს ახალი, 2-ტატამიანი და 200-მდე მაყურებელზე გათვლილი
დღევანდელი მონაცემებით, ქარელის ახალ სპორტულ დარბაზში ჯამში 300-მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს.
msy.gov.ge