ზვიადაურთა სახელოვან ფალავნებს გასაყოფი რა უნდა ჰქონდეთ, მაგრამ წელიწადზე მეტია, ბიძაშვილები უბრად არიან. უფრო სწორად, დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონია ჯარჯიზე ნაწყენი.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახმეტის მაჟორიტარობისთვის მებრძოლმა ზურაბ ზვიადაურმა ილიადისს კონკურენტის - პეტრე ცისკარიშვილის გვერდით დგომა ვერ აპატია და ისიც კი დასცდა - ჯარჯი ჩემთვის მკვდარიაო...
სამაგიეროდ, ილიას ილიადისია დარწმუნებული, რომ დრო ყველაფრის მკურნალია, რომ ზვიად(აურ)ის
- ჯარჯი ზვიადაური - ამაზე ქართული გვარ-სახელი რა უნდა იყოს?! გული არ გწყდებათ, დღეს სხვა სახელი რომ გქვიათ?
- 2001 წელს საქართველოდან რომ არ წამოვსულიყავი, მივაღწევდი კი ამდენს? ყველას კარგად ახსოვს, რა მდგომარეობა იყო მაშინ. სპორტსმენი კი როგორ გაიზრდება, თუ პირობას ვერ შეუქმნი, შეკრებაზე ვერ გაუშვებ, ძლიერ ტურნირებზე ვერ აჭიდავებ, გასაქანს ვერ მისცემ... ისეთი პირობები, რაც ბოლო წლებშია საქართველოში, ჩემს დროს რომ ყოფილიყო, არც წამოვიდოდი და არც არავინ გამომიშვებდა!
- ბევრისგან გამიგია, ჯარჯი მაშინ ბავშვი იყო და სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა, გადაწყვეტილებაც სხვებმა მიიღესო...
- არ არის მართალი! შოთა ხაბარელმა და გურამ მოდებაძემაც მითხრეს, თავად უნდა აირჩიო, წახვალ თუ დარჩებიო. გადაწყვეტილება კი მშობლებთან ერთად მივიღე. ოლიმპიადამდე ორი წელი რჩებოდა, ნაკრებში დიდი კონკურენცია იყო და წასვლა ვამჯობინე... სახელს რაც შეეხება, გული არ მწყდება, რადგან ყველგან და ყველასთვის მაინც ჯარჯი ზვიადაური ვარ! ეს ყველამ იცის, ხომ არ დაიმალება?
- ათენის ოლიმპიადაზე ორი ზვიადაური გახდა ჩემპიონი: ზურა - საქართველოს, ჯარჯი კი საბერძნეთის სახელით...
- ზურაბ ზვიადაური მსოფლიოში უძლიერესი ძიუდოისტია!
- მაგრამ ათენის ოლიმპიადის ორი გმირი, ბიძაშვილი ზვიადაურები დღეს უბრად არიან...
- მცირე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და ზურა ამის გამოა გულნატკენი... ზურაბ ზვიადაური ჩემი ბიძაშვილია, ჩემი სისხლი და ხორცი, გაუგებრობა კი დედმამიშვილებს შორისაც ხდება. შესაძლოა, წლობით არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ძმა ძმის, ბიძაშვილი კი ბიძაშვილის გარეშე მაინც ვერ გაძლებს.
დრო ყველაფრის მკურნალია და როცა შევხვდებით, დარწმუნებული ვარ, ძველებური სიყვარულით გადავეხვევით ერთმანეთს!
შარშანდლამდე ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, მცირედი გაუგებრობა კი მას შემდეგ მოხდა, რაც ზურა პოლიტიკაში წავიდა...
- და ისე გამოვიდა, რომ პოლიტიკა ბიძაშვილობაზე მაღლა დადგა? მტკივნეულია ამის მოსმენა, მაგრამ ზურამ თქვა, ჯარჯი ჩემთვის მკვდარიაო.
- ბიძაშვილობაზე მაღლა არაფერი დადგება! აზრის გამოხატვის უფლება კი ყველას აქვს. დარწმუნებული ვარ, ეს სიტყვები გაბრაზებულმა თქვა, თორემ მართლა "მკვდარი" ხომ არ ვიქნები მისთვის? ზურა ჩემი სისხლი და ხორცია და ჩემთვის არასდროს იქნება მკვდარი. მეტიც, როცა გარდავიცვლებით, მაშინაც ჩემი ბიძაშვილი იქნება!
იხილეთ სრული სტატია
რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"
ასევე იხილეთ:
ზურაბ ზვიადაური: "ჯარჯი ზვიადაურზე აღარაფერი მკითხოთ, ის ჩემთვის მკვდარია"
ზურა კი ... პოლიტიკოსი.
რაც არ უნდა სიმართლისთვის იბრძოდე, პოლიტიკა მაინც ბინძური საქმეა. პოლიტიკამ არ იცის ბიძაშვილობა.
არავინ იცის თუ სადაა სამართალი.
მხოლოდ ღმერთმა იცის.