ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!

AutoSharing Option
ბექა ღვინიაშვილმა (90) ლიუბლიანაში მიმდინარე ჩემპიონატზეც, ტრადიციულად ყველა მეტოქე დაჯაბნა და ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

გორელი ფალავანი 26 ოქტომბერს 18 წლისა ხდება და საკუთარ თავს საუკეთესო საჩუქარი თავადვე გაუკეთა.

ღვინიაშვილმა სლოვენიაშიც ტრადიციული სტატისტიკით იმარჯვა ანუ ყველა შეხვედრა ამჯერადაც იპონით მოიგო. სლოვაკი არპად სზაკაცი, რუსი რამაზან მალსიგენოვი, არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი მიჰაილ მარჩიტანი, ნახევარფინალში პოლონელი პატრიკ ციჩომსკი და ფინალში ყაზახი სამატ იესენი ბეჭებით გააკრა ტატამს.

ღვინიაშვილი წლეულს ევროპის ჩემპიონიც გახდა ანუ ახლანდელი წარმატებით სეზონში დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ევროპირველობის
მსგავსად, ფინალი ახლაც შებოჭვით მოიგო.

სამწუხაროდ, ლაშა ტაველური (90) პირველივე წრეში დამარცხდა, ბექა დონღვანმა (81) კი ორი შეხვედრა მოიგო. ამდენად, ჩვენი გუნდის მონაგარი ჯერჯერობით თითო ოქრო და ბრინჯაოა. შეგახსენებთ, რომ პირველივე დღეს მესამეზე ლერი ჭელიძე (55) გავიდა.

26 ოქტომბერს სლოვენიაში გურამ თუშიშვილი (100), ლევან მატიაშვილი და გიორგი ზაქარიაძე (ორივე - +100) იჭიდავებენ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
საღოლ ბექა... ვიცოდი რომ ეგრე იქნებოდა მაგრამ მაინც ძალიან გამეხარდა ძმაო. ყოჩაღ და აბა შენ იცი.
PARFIUMER
12:16 26-10-2013
0
მაგარი ბიჭი ხარ შემოგევლე . ვამაყობთ შენით
venera bebo rustavidan
09:48 26-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული