ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ღვინიაშვილი ოქროს უმიზნებს, ლიპარტელიანი - ბრინჯაოს

AutoSharing Option
ასტანაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს და ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლას ბექა ღვინიაშვილი და ვალერი ლიპარტელიანი აგრძელებენ.

ღვინიაშვილი 1/2-ფინალშია, სადაც რუს კირილ დენისოვს შეხვდება, ლიპარტელიანი კი ბრინჯაოსთვის სანუგეშო ტურნირში გამოდის.

ღვინიაშვილმა სუფთად უკრაინელ ქუანჯოუ ნჰაბალის, პოლონელ პატრიკ ციემოჩსკის და სერბ ალექსანდერ კუკოლჟს აჯობა, მეოთხედფინალში კი იაპონელ მაშუ ბაკერს გაუმკლავდა.

ლიპარტელიანი 1/4-ფინალში სამხრეთკორეელ ხან დონგ გვაკთან დამარცხდა და სანუგეშო ტურნირში გადაერთო. მანამდე კი ქართველმა ძიუდოისტმა არაბული საემიროების წარმომადგენელ მიხაელ მარკიტანის, ამერიკელ იაკობ ლარსენს, ფრანგ ალეხანდრე იდირს სუფთად მოუგო.

მეორე ბრძოლა დათმო და
მედლისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ესტერ სტამი, რომელიც ქალთა ტურნირში 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ანგარიშზე ამ დროისთვის არცერთი მედალია.

ასევე იხილეთ:
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. IV დღე: ასეთი უსუსური ჭრიკიშვილი...
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. III დღე: მწარე ალიყურები
მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღე: ჩემპიონი ანი
მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე: პაპინაშვილი მასპინძელს ვერ გადაახტა
მკითხველის კომენტარები / 3 /
გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო!
მანჩო
16:00 28-08-2015
0
გაიხარეთ ბიჭებო მარიამობა დღეს მოანიჭეთ ქართველ ერს ბედნიერება!
jemali
13:50 28-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული