ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
30 აგვისტოს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანიას დაუპირისპირდა.

პირველი შეხვედრა 66 კგ. წონით კატეგორიაში გაიმართა. ვაჟა მარგველაშვილმა მეტოქე იუკოთი დაამარცხა.

73 კგ. წონაში ლაშა შავდათუაშვილმა მეტოქე ვაზარით დაამარცხა - 2:0.

მესამე შეხვედრაში საჭიდაოდ უკვე ნუგზარ ტატალაშვილი გამოვიდა და დაპირისპირება იუკოთი დათმო - 2:1.

ტატალაშვილის შემდეგ საწიდაოდ უკვე ბექა ღვინიაშვილი გავიდა და მეტოქის დამარცხება არ გასჭირვებია - 3:1.

ბოლო მეხუთე შეხვედრაში ვალერი ლიპარტელიანმა იჭიდავა. ლიპარტელიანმა გერმანელი ძიუდოისტი იპონით დაამარცხა.

საბოლოოდ საქართველოს
ნაკრებმა გერმანია ანგარიშით 4:1 დაამარცხა და გუნდურ პირველობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ასევე იხილეთ:
რუსი და ქართველი ძიუდოისტის შელაპარაკება მსოფლიოს ჩემპიონატზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამაზე ცუდათ Gამოვსულვართ ადრე საერთოდ უმედლოდ დავრჩენილვართ;)))))
Dato
21:24 30-08-2015
0
მთავრობა რა შუაშია 2013-ში ევროპა რო გავანადგურეთ მაშინაც ეს მთავრობა იყო ყველაფერს მთავრობას რას აბრალებთ იდიოტურად
gioo
21:09 30-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული