პარიზის გრან-სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
გაირკვა საქართველოს ვაჟ ძიუდოსტთა ნაკრების ის შემადგენლობა, რომელიც 6-7 თებერვალს გასამართ პარიზის გრან-სლემზე გამოვა.

პარიზში ნაკრების მთავარი ფავორიტები გამოვლენ, მათ შორის კი გურამ თუშიშვილიც (100) იქნება. მოგეხსენებათ, მან წინა კვირას ჰავანაში იჭიდავა და ხელის ტრავმაც მიიღო - მეტოქემ მტკივნეულზე დაიჭირა. საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, მხოლოდ მყესი იყო დაჭიმული. ის გუშინაც იყო დარბაზში და ხელსაც თავისუფლად ამოძრავებს, თუმცა ჯერ ბოლომდე ვერ ტვირთავს.

პარიზში 100-ში გამოვა ბექა ღვინიაშვილიც, სხვა წონებში კი ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ვაჟა მარგველაშვილი (66),
ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი
(ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე - +100) იჭიდავებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული