პარიზის გრან-სლემი: საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უძლიერესი გუნდით

AutoSharing Option
შაბათს პარიზში ძიუდოისტთა "დიდი სლემის" სეზონის პირველი ტურნირი იწყება, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ვაჟთა ნაკრები გამოვა.

ჩვენი გუნდი ტურნირში უძლიერესი შემადგენლობით გამოვა: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ბექა ღვინიაშვილი, გურამ თუშიშვილი (ორივე - 100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100).

ტურნირის წილისყრა დღეს, 5 თებერვალს გაიმართება, ხვალ კი შეხვედრები ქალთა 48, 52, 57, 63 და ვაჟთა 60, 66 და 73 კილოგრამებში გაიმართება, ხოლო დანარჩენები
კვირას, შეჯიბრების ბოლო დღეს იჭიდავებენ.

წინასწარვეა ცნობილი, რომ ამ ტურნირში არ გამოდის მასპინძელთა ორი უძლიერესი ფალავანი - დაუმარცხებელი ტედი რინერი (+100) და მსოფლიოს ჩემპიონი ლოიკ პიეტრი (81).

წინასწარი განაცხადებით, დარეგისტრირებულია 96 ქვეყანა და 610 სპორტსმენი. ყველა პირობა არსებობს საიმისოდ, რომ წლეულსაც ძალიან ძლიერი შეჯიბრება გამოვიდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული