ბექა ღვინიაშვილი პან-ამერიკის ღია თასის გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ბექა ღვინიაშვილი პერუს დედაქალაქ ლიმაში გამართულ პან-ამერიკის ღია თასზე 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამარჯვებული გახდა. ფინალურ შეხვედრაში მან ესტონელი გრიგორი მინასკინი დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ბექას ოლიმპიადის სალიცენზიო რეიტინგში 100 ქულა შეემატა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს რიოს ოლიმპიადის ლიცენზია მხოლოდ ამ წონაში არ აქვს მოპოვებული.

ღვინიაშვილი პერუდან არგენტინაში გადაინაცვლებს და მომდევნო შაბათ-კვირას უკვე ბუენოს-აირესში გამოვა ანალოგიური რანგის ტურნირზე.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბექა გაიხარე გმერტმა ხელი მოგვიმარტოს ქარტველებსსს,ეს ერტი და სხვა მრავალი გამარჯვებებიიიი
kukuri
11:48 07-03-2016
0
ბექას ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი რეალურია.მთავარია წარმატებით გამოვიდეს ეხლა არგენტინაში და განსაკუთრებით თბილისსა და სამსუნში./თუმცა რეზერვში სხვა ტურნირებიც რჩება/არადა ამის ოლიმპიადაზე არ გამოსვლა ძალიან დასანანი იქნება.წარმატებები ამ ახალგაზრდას....
ნოდიკო
12:33 07-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული