11:55 14-03-2016
ბექა ღვინიაშვილმა ბუენოს-აირესში პან-ამერიკის ღია პირველობა მოიგო [VIDEO]
AutoSharing Option
100 კგ-ში მოასპარეზე ღვინიაშვილმა ამჯერად არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში პან-ამერიკის ღია პირველობაზე გაიმარჯვა. ღვინიაშვილმა ფინალში ესტონელი გრიგორი მინასკინი დაამარცხა, ისევე, როგორც ერთი კვირის წინ პერუში გამართულ ანალოგიურ ტურნირში.
ბუენოს-აირესის ღია პირველობაზე სულ 45 ქვეყნის 239 სპორტსმენი მონაწილეობდა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, არგენტინაში გამარჯვებით ბექა ღვინიაშვილს ოლიმპიადის სალიცენზიო რეიტინგში კიდევ 100 ქულა შეემატა და იგი თანდათან უახლოვდება სალიცენზიო ზონას.
მომდევნო შეჯიბრება, სადაც ბექა ღვინიაშვილმა უნდა იასპარეზოს, თბილისში 25-27 მარტს გასამართი გრან-პრი იქნება.
მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ახალი გადასულია 100 კილოში და მისი გამოსვლები ამ წონასში საკმაოდ კარგი იკო. ასე რომ მთავარია მოხვდეს ოლიმპიადაზე. ორი 300 ქულიანი და და ერთი 500 ქულიანი ტურნირები არის კიდევ დარჩენილი.
0
0
ამ მომენტისთვის საოლიმპიადე ზონას 198 ქულით ჩამორჩება,თბილისის ტურნირს თუ მოიგებს 300 ქულა დაერიცხება და 99%-ით შევა რიოს ზონაში.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული