ბექა ღვინიაშვილმა ბუენოს-აირესში პან-ამერიკის ღია პირველობა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ძიუდოში ბექა ღვინიაშვილმა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ზედიზედ მეორე ტურნირი მოიგო.

100 კგ-ში მოასპარეზე ღვინიაშვილმა ამჯერად არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში პან-ამერიკის ღია პირველობაზე გაიმარჯვა. ღვინიაშვილმა ფინალში ესტონელი გრიგორი მინასკინი დაამარცხა, ისევე, როგორც ერთი კვირის წინ პერუში გამართულ ანალოგიურ ტურნირში.

ბუენოს-აირესის ღია პირველობაზე სულ 45 ქვეყნის 239 სპორტსმენი მონაწილეობდა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, არგენტინაში გამარჯვებით ბექა ღვინიაშვილს ოლიმპიადის სალიცენზიო რეიტინგში კიდევ 100 ქულა შეემატა და იგი თანდათან უახლოვდება სალიცენზიო ზონას.

მომდევნო შეჯიბრება, სადაც ბექა ღვინიაშვილმა უნდა იასპარეზოს,
თბილისში 25-27 მარტს გასამართი გრან-პრი იქნება.

მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორმე უნდა წავიდეს ღვინიაშვილი რიოში დარწმუნებული ვარ იქ მედლისთვის იბრძოლებს. ახლა მთავარია საოლიმპიადო ქულების აკრეფა! თბილისის ტურნირის მოგება ეყოფა? კიდევ სად შეიძლება იჭიდაოს?
მერაბი გ.
15:41 14-03-2016
0
ახალი გადასულია 100 კილოში და მისი გამოსვლები ამ წონასში საკმაოდ კარგი იკო. ასე რომ მთავარია მოხვდეს ოლიმპიადაზე. ორი 300 ქულიანი და და ერთი 500 ქულიანი ტურნირები არის კიდევ დარჩენილი.
gegi
15:17 28-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული