სამსუნის გრან-პრი. III დღე: ღვინიაშვილი და მატიაშვილი ფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტები ბექა ღვინიაშვილი (100) და ლევან მატიაშვილი (+100)  თურქეთის ქალაქ სამსუნში მიმდინარე გრან-პრის ფინალში გავიდნენ. ხოლო ბრინჯაოსთვის ადამ ოქრუაშვილი (+100) იბრძოლებს.

ბექა ღვინიაშვილმა ფინალამდე ბრჭყინვალედ განვლო. ღვინიაშვილმა ოთხივე შეხვედრა იპონით მოიგო. მისი მეტოქეები იყვნენ თურქი ენეს ტატარი, რეიტინგის ლიდერი აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი, ბრიტანელ ბენჟამინ ფლეტჩერი და არაბეთის გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელი ივან რემარენკო.

ფინალში ბექა ღვინიაშვილი ბრაზილიელ რაფაელ ბუზააკრინის შეხვდება.

ლევან მატიაშვილს ღვინიაშვილთან შედარებით სამი შეხვედრის ჩატარება მოუწია, რადგან მეორე წრეში ისვენებდა. სამივე შეხვედრა მატიაშვილმა იპონით მოიგო. მისი მეტოქეები იყვნენ
თურქი ფეიაზ იაზიჩი, ბრაზილიელი რაფაელ სილვა და ყირგიზეთის წარმომადგენელი იური კრაკოვეტსკი. მატიაშვილის მეტოქე ფინალში ცნობილი ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი იქნება.

ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ადამ ოქრუაშვილი სწორედ კრაკოვეტსკის შეხვდება.

რაც შეეხება დანარჩენს ქართველ ძიუდოისტებს, ალექსანდრე მსხალაძე (100) და ნოდარ ბერიანი (90) პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ. უშანგი მარგიანმა (90) კი პირველი წრის გავლის შემდეგ აზერბაიჯანელ მამადალი მაჰდიევთან დამარცხდა. ჩვენი წარმომადგენელი ქალებში ირინა ლეონიძე (+78) სტარტზევე დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მე ვიყო ხალებიანი ჭორიკანა, თუ ბექა ოლიმპიადაზე არ წავიდეს და მედალი არ აიღოს!!!
მერაბი გ.
19:55 03-04-2016
0
იპპონ.ტვ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული