ბექა ღვინიაშვილი სამსუნის გრან-პრის გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი (100) თურქეთის ქალაქ სამსუნში მიმდინარე გრან-პრის გამარჯვებული გახდა.

ღვინიაშვილი ფინალში ბრაზილიელ რაფაელ ბუზააკრინი იუკოთი დაამარცხა.

ფინალამდე ქართველმა სპორტსმენმა ოთხივე შეხვედრა იპონით მოიგო. მისი მეტოქეები იყვნენ თურქი ენეს ტატარი, რეიტინგის ლიდერი აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი, ბრიტანელ ბენჟამინ ფლეტჩერი და არაბეთის გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელი ივან რემარენკო.

ამ წარმატებით ბექამ პრაქტიკულად, გაინაღდა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური.
მკითხველის კომენტარები / 17 /
გილოცავ ბექა, შენ გენაცვალე ძმაო როგორ გამიხარდა, ღმერთმა დაგლოცოს ძმაო
lasha
02:08 04-04-2016
0
თავიდან ბოლომდე ვუყურე ტურნირს და ბექამ ერთ ამოსუნთქვაში მოიგო. ნამდვილი ქართველი ლომია გილოცავთ!
zaza
23:34 03-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული