ღვინიაშვილი ფინალში ბრაზილიელ რაფაელ ბუზააკრინი იუკოთი დაამარცხა.
ფინალამდე ქართველმა სპორტსმენმა ოთხივე შეხვედრა იპონით მოიგო. მისი მეტოქეები იყვნენ თურქი ენეს ტატარი, რეიტინგის ლიდერი აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი, ბრიტანელ ბენჟამინ ფლეტჩერი და არაბეთის გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელი ივან რემარენკო.
ამ წარმატებით ბექამ პრაქტიკულად, გაინაღდა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური.