ამჯერად მწვრთნელებმა ყველა წონაში დააყენეს მონაწილე, რის გამოც მხოლოდ ორი წონა გააორეს.
სრული გუნდის წაყვანა მოსალოდნელიც იყო, რადგან იმ ორ პრობლემურ წონაში, სადაც ყველაზე მეტად გაგვიჭირდა ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება - 66-სა და 100-ში, კანდიდატებს ექსტრა-ქულა სჭირდებოდათ, რასაც კონტინენტური პირველობები იძლევა.
ევროპის ჩემპიონატს, "ჩვეულებრივის" გარდა, ამჯერად ჩვენთვის ის დატვირთვაც ექნება, რომ საბოლოოდ ვინძლო სწორედ აქ გავინაღდოთ ბრაზილიის საგზურები.
განსაკუთრებით - 100 კილოგრამში, თორემ 66-ში ვაჟა მარგველაშვილს ბევრად
მწვრთნელებმა საოლიმპიადოდ არავინ დაასვენეს და ევროპირველობაზე საჭიდაოდ ყველა ლიდერს უხმეს. მათ გუნდური პირველობისთვის დამატებით ორი სარეზერვო მონაწილეც მიჰყავთ: გიორგი პაპუნაშვილი (81) და პაატა ღვინიაშვილი (90).
ყაზანში ოთხი მონაწილე ქალთა შორისაც გვეყოლება, თუმცა იმათმა დამრიგებელმა გია თენაძემ ეს ადრევე დააანონსა. მათ შორის იქნებიან მარიამ ჯანაშვილი (52) და ესტერ სტამი (70), რომლებიც ასევე იბრძვიან რიო დე ჟანეიროს საგზურებისთვის.
ყაზანში პირადი პირველობა სამ დღეზეა გადანაწილებული, მეოთხე - 24 აპრილი კი გუნდურ შეჯიბრებას დაეთმობა.
21 აპრილს პირადში ვაჟებიდან 60-66, ხოლო ქალებიდან 48, 52 და 57 კილოგრამის წარმომადგენლები იასპარეზებენ. მეორე დღეს ვაჟებიდან 73-81-ის ფალავნები იჭიდავებენ, ქალებიდან კი მედლების მოპოვებას 63 და 70-ის წარმომადგენლები შეეცდებიან. დანარჩენები 23-ში გამოვლენ.
ვაჟები
60 კგ. ამირან პაპინაშვილი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი
90 კგ. ვალერი ლიპარტელიანი
100 კგ. ბექა ღვინიაშვილი
+100 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი
ქალები
48 კგ. ოლგა ალადოშვილი
52 კგ. მარიამ ჯანაშვილი
57 კგ. სალომე აბაშიძე
70 კგ. ესტერ სტამი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"