ვაჟა მარგველაშვილი ყაზანის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია! [VIDEO]

AutoSharing Option
ვაჟა მარგველაშვილი ყაზანის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი კოლინ ოატესი იპონით დაამარცხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მანამდე მარგველაშვილმა ნახევარფინალში ბელარუსი დზმიტრი შერშანი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა. ხოლო მეოთხედფინალში რუსეთის წარმომადგენელ ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონ არსენ გალსტიანს მოუგო. ჩვენებურმა მეტოქეს ჯერ იუკო, შემდეგ კი ვაზარი აუღო. პირველ ორ შეხვედრაში კი მარგველაშვილმა თურქი სინან სანდალი და პორტუგალიელი ანდრე სოარეში იპონით დაამარცხა.
იხილეთ მარგველაშვილის დაჯილდოების ვიდეო
Sportall.Ge

რაც შეეხება ამირან პაპინაშვილს (60), ის ბრინჯაოსთვის შეხვედრაში იტალიელ ელიოს მანზისთან ორი გაფრთხილებით წააგო.

მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველებიდან ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გამოვლენ, ხოლო საქართველოს სახელით ქალებში ჰოლანდიელი ესტერ სტამი (70) იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ახლახან ვნახე ქალებში აბაშიძის გამოსვლა,
რას გავს მისი მომზადებ ამწვრთნელებს არ გრცხვენიათ? ყოჩაღ თქვენ.
დონ ტყემალაძე
10:16 22-04-2016
0
რუსეთის ჯარისკაცები ჰიმნის დროს "ჩესტზე" დადგნენ...
tngh
10:26 22-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული