ნუგზარ ტატალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა ძიუდოისტმა ნუგზარ ტატალაშვილმა (73) ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტატალაშვილმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში რუსი დენის იარცევი ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი იპონიც მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მანამდე ტატალაშვილმა რეპეშაჟში გერმანელი იგორ ვანდტკე იუკოთი დაამარცხა, სადაც ლაშა შავდათუაშვილთან მარცხის შემდეგ გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ორი კი არა 3 შიდო მისცეს ბოლო ნახევარ წუთში.. ასეთი ფაქტი არავის ახსოვს მგონი. აშკარად დაჩაგრეს ლაშა. თუ გავიხსენებთ იმასაც რომ პირველი შიდოც უაზროდ მისცეს. რამდენჯერ გადავახვიე ეგ მომენტი და არც პირველად არ იყო გასაფრთხილებელი არაფრით
saba
12:05 23-04-2016
0
ვულოცავ ტატალაშვილს! შავდათუაშვილმა რა უაზროდ ჩააბარა ოქროს მედალი ორუჯოვს!ვაზარით და ორი შიდოთი იგებდა ლაშა და ბოლო 30წამში 2შიდო აიღო ორივეჯერ ხალიჩიდან გავიდა!კი აპროტესტებდა მაგრამ...
zaza
20:09 22-04-2016
0

სიახლეები პოპულარული