ლაშა შავდათუაშვილს ევროპის ჩემპიონატზე ოქრო ბოლო წამებზე წაართვეს [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73) ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვების შანსი ბოლო წამებზე დაკარგა.

შავდათუაშვილი ფინალში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვს შეხვდა, 15 წამში ვაზარი აუღო, თუმცა მსაჯებმა გაუუქმეს. ლაშამ მეტოქე ვაზარზე მეორედაც დააგდო, რაც არბიტრებმა ჩაუთვალეს. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კი, როცა ჩვენებურს შეხვედრა გამარჯვებისკენ მიჰყავდა, მსაჯებმა ის მეოთხედ გააფრთხილეს.

ოლიმპიური ჩემპიონი არბიტრების გადაწყვეტილებამ შოკში ჩააგდო და ის რამდენიმე წამის განმავლობაში ფეხზე არ დგებოდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლს დასჯერდა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
თვითონ ფრანგებს სამი ძიუდოისტი მოუხსნეს გაფრთხილებებით... ალბათ "ყურში გადამცემი" გაფუჭდა მაგ დროს............
shalva-s
17:53 23-04-2016
0
ვიმეორებ შეკითხვას მსაჯის "გამპრაველებისათვის: გაიხსენეთ შეხვედრა, როცა ვაზარით დაწინაურებულ სპორტსმენს ბოლო არასრულ ნახევარ წუთში 3 გაფრთხილებას აძლევდნენ და ხსნიდნენ შეხვედრიდან. მითუმეტეს, როცა მანამდე იმავე სპორტსმენს მეორე ვაზარი გაუუქმეს
მერაბი
17:34 23-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული