შავდათუაშვილი ფინალში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვს შეხვდა, 15 წამში ვაზარი აუღო, თუმცა მსაჯებმა გაუუქმეს. ლაშამ მეტოქე ვაზარზე მეორედაც დააგდო, რაც არბიტრებმა ჩაუთვალეს. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კი, როცა ჩვენებურს შეხვედრა გამარჯვებისკენ მიჰყავდა, მსაჯებმა ის მეოთხედ გააფრთხილეს.
ოლიმპიური ჩემპიონი არბიტრების გადაწყვეტილებამ შოკში ჩააგდო და ის რამდენიმე წამის განმავლობაში ფეხზე არ დგებოდა.
ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლს დასჯერდა.