ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ჰასან ხალმურზაევთან ვაზარით დამარცხდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მანამდე ჩვენებურმა ყველა შეხვედრა იპონით მოიგო.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მედლები ასევე მოუტანეს ნუგზარ ტატალაშვილმა (ბრინჯაო), ლაშა შავდათუაშვილმა (ვერცხლი) და ესტერ სტამმა (ვერცხლი).

- ლაშა შავდათუაშვილს ევროპის ჩემპიონატზე ოქრო ბოლო წამებზე აართვეს [VIDEO]
- ესტერ სტამმა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოუპოვა [VIDEO]
- ნუგზარ ტატალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

საერთო ჯამში ჩვენმა ძიუდოისტებმა
ორ საშეჯიბრო დღეში 5 მედალი მოიპოვეს. პირველ დღეს ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა დაისაკუთრა.

- ოქროს დასაწყისი: ვაჟა მარგველაშვილი - ევროპის ახალი ჩემპიონი [VIDEO]

ხვალ 23 აპრილს საქართველოს სახელით ვარლამ ლიპარტელიანი (90), ბექა ღვინიაშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100) გამოვლენ. 24 აპრილს კი გუნდური შეჯიბრება გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
სამწუხაროდ ვერაფერი მოუხერხა ჭრიკიშვილმა მეტოქეს! ერთი მხრივ შეიძლება ეს წაგება წაადგეს კიდეც ოლიმპიადისთვის,ტატამზე ისე იდგა თითქოს უკვე მოგებული ჰქონდა ეს შეხვედრა...სამი ფინალიდან ვერცერთი ვერ მოვიგეთ(( წარმატებები ბიჭებს ოლიმპიადაზე!!!!!!!!
0
სამი ფინალი და ნული ოქრო,ძალიან ვინერვიულე,ასე როგორ შეიძლება,კარგი სტამი შემთხვევით მოხვდა ამ ამბავში,მაგრამ შავდათუაშვილი და ჭრიკიშვილი?მე მგონი ეს არის საქმისადმი არასერიოზული მიდგომა და არაპროფესიონალიზმი ერთად აღებული,რაც ძალიან სამწუხარო და ცუდია.
roma
21:39 22-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული