საქართველოს ნაკრებიდან დღეს იჭიდავებენ: ვალერი ლიპარტელიანი (-90), ბექა ღვინიაშვილი (-100), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100 კგ).
- ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი. წილისყრა: ქართველების მძიმე ბადე რუსეთში
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00 სთ-იდან, ხოლო ფინალური ბლოკი 18:30 სთ-იდან დაიწყება. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი აწარმოებს. მთლიანი ტურნირისთვის თვალის მიდევნება
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ-ორ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 5 მედალი, ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაო მოიპოვეს. ჩემპიონობა ვაჟა მარგველაშვილმა (-66) იზეიმა, ვიცე-ჩემპიონები ავთანდილ ჭრიკიშვილი (-81), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და საქართველოს სახელით მოასპარეზე ესტერ სტამი (-70) გახდნენ, ბრინჯაო კი ნუგზარ ტატალაშვილმა (-73) დაისაკუთრა.
- ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
- ლაშა შავდათუაშვილს ევროპის ჩემპიონატზე ოქრო ბოლო წამებზე აართვეს [VIDEO]
- ესტერ სტამმა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოუპოვა [VIDEO]
- ნუგზარ ტატალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
- ოქროს დასაწყისი: ვაჟა მარგველაშვილი - ევროპის ახალი ჩემპიონი [VIDEO]