საქართველოს ძიუდოისტთა სავარაუდო ნაკრები რიოს ოლიმპიადაზე ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ამ უქმეებზე აზიაში გაფრინდა, სადაც 5 კვირის განმავლობაში ივარჯიშებს.

ჩვენები ჯერ იაპონიაში ჩავიდნენ, სადაც ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან და ორ სხვადასხვა უნივერსიტეტში გაივლიან შეკრებას, მერე ერთი კვირით მონღოლეთში გადავლენ და იქ გააგრძელებენ წვრთნას, რის შემდეგაც ისევ იაპონიაში დაბრუნდებიან, ოღონდ იქ გუნდი ორად გაიყოფა: 81, 90, 100 და მძიმე წონების ფალავნები ტოკიოს უნივერსიტეტში ივარჯიშებენ, მსუბუქები კი - ცუკუბაში.

ირაკლი უზნაძემ იაპონიაში შვიდი სპორტსმენი წაიყვანა, ანუ ყველა წონაში თითო კაცი: ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამეპრიზიორი ამირან პაპინაშვილი (60),
ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი (66), ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73), ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ევროპის სამგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი (90), ახალგაზრდებში მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის გამარჯვებული ბექა ღვინიაშვილი და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი ადამ ოქრუაშვილი (+100).

ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმის სავარაუდოდ, რომ სწორედ ესაა ოლიმპიური ნაკრები და უზნაძე ბრაზილიაშიც ამ შვიდეულს წაიყვანს თამაშებზე.

გუნდი ოლიმპიადისთვის დასკვნით შეკრებას საქართველოში, კერძოდ კი, ყვარელში გაივლის, სადაც 12-22 ივლისს ივარჯიშებენ. ყვარელი მათთვის ფეხბედნიერი ადგილია და არაა გასაკვირი არჩევანის მასზე შეჩერება.

ნაკრები 25 ივლისს ბრაზილიაში გაემგზავრება და ადგილზე გაივლის საადაპტაციო მზადების კიდევ ერთ ხანმოკლე კურსს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
3-4 მედალს ავიღებთ აქედან თუ ორი ოქრო იყო ყველაზე წარმატებული გამოსვლა იქნება ძიუდოში. ერთი ძალოსნობაში ოქრო და მაგარია
რამაi
17:54 10-06-2016
0
warmatebebi
nugo
18:11 08-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული