ძიუდოს ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნები 30 სექტემბერს გაიმართება

AutoSharing Option
ოლიმპიადა დამთავრდა და სპორტულ ფედერაციებში დებულებით გათვალისწინებული საარჩევნო ყრილობების დრო დადგა. მოგეხსენებათ, ფედერაციების ხელმძღვანელ ორგანოებს (პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, აღმასკომი და სხვა) ოლიმპიურ ციკლთან თანხვედრაში, ანუ ოთხწლიანი ვადით ირჩევენ, ყოველი თამაშების დასრულების შემდეგ კი, ძირითადად, შემოდგომაზე, ახალი არჩევნები ტარდება. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეს ასეა სპორტის უმეტეს სახეობებში.

ახლა სწორედ ეს პერიოდი დადგა და საქართველოს ძიუდოს ფედერაცია პირველი გამოეხმაურა ამას - 23 აგვისტოს გაიმართა აღმასკომის სხდომა, რომელმაც დაადგინა, რომ ახალი საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა ჩატარდეს 2016 წლის 30 სექტემბერს, 12 საათზე, დიღმის მასივში მდებარე ძიუდოს
აკადემიაში.

პრეზიდენტობის მსურველთათვის განაცხადების წარდგენის ვადა მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, 18 საათზე იწურება.

როგორც გითხარით, ეს ყრილობა საანგარიშოც იქნება: მოისმენენ ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის მოხსენებას გაწეული სამუშაოს შესახებ.

სავარაუდოდ, იქვე შეაფასებენ რიოს ოლიმპიადაზე ნაკრების გამოსვლას, რასაც მოჰყვება პრეზიდენტობის კანდიდატთა მოხსენებები მათი სამომავლო გეგმების თაობაზე, პრეზიდენტისა და სხვა ხელმძღვანელ პირთა არჩევნები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული