რიო 2016: ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 სექტემბერს რიოს პარალიმპიადაზე 90 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალში გოგოჭურმა უკრაინელი ალექსანდრ ნაზარენკო იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ასპარეზობა 1/4-ფინალიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში არგენტინელ ხორხე ლენსინასთან იპონით იმარჯვა. გოგოჭურმა იპონით იმარჯვა ნახევარფინალშიც, სადაც მეტოქედ ამერიკელი დარტანიონ კროკეტი ერგო.

აღსანიშნავია, რომ პარალიმპიადაზე გოგოჭურმა საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. აქამდე ეს არავის გაუკეთებია.

იხილეთ ინგლისური ვერსია:
- Georgian Para-judoka wins first Paralympic gold in Georgia’s history
მკითხველის კომენტარები / 9 /
რატომაა უსინატლო, ანუ რაზე დაემართ ხო არ იცით გოგოჭურს?
zura
11 სექტემბერი 2016 18:54
0
აა, ორივე უსინათლო იყო ალბათ, იმიტომ რომ ხელმოკიდებული გამოიყვანეს ორივე ძიუდოისტი. მადლობა, სოსო. ძალიან მაინტერესებდა მეც.
odala
11 სექტემბერი 2016 17:58
0
გილოცავ ზვიად,ვიცი რომ ტატამს გარეთაც ძალიან კარგი ბიჭი ხარ და ამიტომაც მიხარია შენი გამარჯვება,თუმცა ამაში ეჭვი საერთოდ არ მეპარებოდა.
არჩილას ვპასუხობ,ზვიად გოგოჭურს მხედველობაზე აქვს პრობლემა,თუ არ ვცდები ცალ თვალზე ათი პროცენტი,მეორეზე კი საერთოდ 0.ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცი.
სოსო
11 სექტემბერი 2016 17:02
0
ამას რა სტკივა?
არჩილა
11 სექტემბერი 2016 07:28
0
ნიკო და საქართველოს სახელით იყო ვლადიმერი?
giorgi
11 სექტემბერი 2016 01:00
0
ვულოცავ ზვიად გოგოჭურს და წარმატებებს ვისირვებ
გიორგი
11 სექტემბერი 2016 00:20
0
როგორ გაგვახარე, გოგოჭურო, თავისავ! გილოცავთ და დიდი მადლობა ამ სიხარულისათვის!
giglia
11 სექტემბერი 2016 00:19
0

ყ ო ჩ ა ღ !
ღმერთმა დაგლოცოს !!!
მაინც გვყავს 90 კგ ოლიმპიური ჩემპიონი!
glaxuna
10 სექტემბერი 2016 23:50
0
ზამთრის პარაოლიმპიადაზე 3 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული ვლადიმერ ნაზღაიძეს.სნოუბორში.
სამ დისტანციაზე გამოვიდა და სამივეში ოქო აიღო.
იაპონიაში.
ნიკო
10 სექტემბერი 2016 23:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული