ევროპის ჩემპიონატი. I დღე: ქართველების ორი ბრინჯაო

AutoSharing Option
6 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთას შორის საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 66 კგ-ში პრიზიორი გოგა გოგიბერაშვილი გახდა, 130-ში კი - ლევან არაბული.

გოგიბერაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში თურქ ატაკან იუკსელს მოუგო (6-3), არაბულმა კი გერმანელი კრისტიან იონი დაამარცხა (8-0).

ტურნირის პირველ დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა. საქართველოს ნაკრებიდან ასევე იასპარეზეს ლერი აბულაძემ (59) და კოკა კირცხალიამ (98), თუმცა ადრეულ ეტაპებზევე დამარცხდნენ.

ნოვი სადში ევროპის ჩემპიონატი 7 მაისს, დარჩენილ ოთხ წონაში მედლების გათამაშებით დასრულდება.
საქართველოს ნაკრებიდან კვირას ხალიჩაზე გოგა აფრიამაშვილი (71), გელა ბოლქვაძე (75), ზურაბ დათუნაშვილი (80) და რობერტ კობლიაშვილი (85) გავლენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა კონტინენტის პირველობაზე ოთხი - 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არაბულის ჭიდაობა აქამდე არ მქონდა ნანახი და მიკვირს სად იყო - რატო არ ჩანდა. ძაან მაგარი ვაჟკაცი გვყოლია და მინდა წარმატება ვუსურვო... ცოტას თუ მოუმატებს თურქი კი არა ვერავინ ვეღარ მოუგებს მსოფლიოში.
gruzin
15:25 07-05-2017
0
ყოჩაღ არაბულს,
გოგიბერაშვილსაც...
ცოტა მეტი შტანგაზე მუშაობა და არაბულმა იმ თურქსაც უნდა მოუგოს ...

ორივეს ლიდერი ბუნება აქვს და საჭიროა მეტად კარგად მომზადება და შეუძლიათ გახდნენ მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები!
glaxuna
01:12 07-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული