ჭიდაობა

კლასიკური ჭიდაობა

ევროპის ჩემპიონატი. I დღე: ქართველების ორი ბრინჯაო

AutoSharing Option
6 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთას შორის საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 66 კგ-ში პრიზიორი გოგა გოგიბერაშვილი გახდა, 130-ში კი - ლევან არაბული.

გოგიბერაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში თურქ ატაკან იუკსელს მოუგო (6-3), არაბულმა კი გერმანელი კრისტიან იონი დაამარცხა (8-0).

ტურნირის პირველ დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა. საქართველოს ნაკრებიდან ასევე იასპარეზეს ლერი აბულაძემ (59) და კოკა კირცხალიამ (98), თუმცა ადრეულ ეტაპებზევე დამარცხდნენ.

ნოვი სადში ევროპის ჩემპიონატი 7 მაისს, დარჩენილ ოთხ წონაში მედლების გათამაშებით დასრულდება.
საქართველოს ნაკრებიდან კვირას ხალიჩაზე გოგა აფრიამაშვილი (71), გელა ბოლქვაძე (75), ზურაბ დათუნაშვილი (80) და რობერტ კობლიაშვილი (85) გავლენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა კონტინენტის პირველობაზე ოთხი - 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.