ჭიდაობა

ქართული ჭიდაობა

დავით მოძმანაშვილმა "რამზან კადიროვის თასი" მოიგო

AutoSharing Option
ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა, მსოფლიოს პრიზიორმა დავით მოძმანაშვილმა (120) შაბათს, 26 ოქტომბერს გროზნოში ჩეჩნეთის პრეზიდენტ "რამზან კადიროვის თასზე" გაიმარჯვა.

ტურნირის მთავარი ფავორიტი თავიდან ისვენებდა, მერე კი ჯერ ინგუში ასლან მალსაგოვი 3:0 დაამარცხა, ნახევარფინალში ოსი ედუარდ ბაზროვი ბეჭებზე დააწვინა, ფინალში კი დაღესტნელ არსლანბეკ ალიევს 3:1 მოუგო.

გროზნოში ჩვენგან მალხაზ ზარქუა და მალხაზ ქურდიანიც (ორივე - 66) ჭიდაობდნენ, მაგრამ პირველივე წრეში დამარცხდნენ.

ზარქუამ უკრაინელ ანდრეი კვიატკოვსკისთან წააგო, ქურდიანმა - ოს ალან გოგაევთან.
ასევე დაგაინტერესებთ