ჭიდაობა

ქართული ჭიდაობა

ლუკა კურტანიძემ დავით მარსაგიშვილს 6-თვიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუკა კურტანიძის განკარგულების მიხედვით, თავისუფალი ნაკრების მოჭიდავე დავით მარსაგიშვილს 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

ამის შესახებ ცნობილი 13 ნოემბერს, ფალავანთა კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. მიზეზი კი ისაა, რომ დავით მარსაგიშვილმა მოსკოვში გამართულ "ევროპის ერთა თასზე" არ იჭიდავა.

აქვე გეტყვით, რომ კურტანიძის გადაწყვეტილება ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ 17 დეკემბერს ამ განკარგულებას ჭიდაობის ფედერაციის აღმასკომი დაამტკიცებს.

თავად მარსაგიშვილის თქმით, ის უკვე შეხვდა კურტანიძეს და განუმარტა, თუ რის გამო ვერ მოახერხა მოსკოვის ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობა. მისი თქმით, ამ დროისთვის
პრობლემა მოგვარებულია, თუმცა დისკვალიფიკაციის საკითხი საბოლოოდ 17 დეკემბერს, აღმასკომზე გადაწყდება.

6-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება იაკობ მაქარაშვილსაც (74), რაც ასევე 17 დეკემბერს აღმასკომზე განიხილება.
ასევე დაგაინტერესებთ