დღის კარიკატურა: ოქროები გორიდან

AutoSharing Option
თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოვიპოვეთ, ორივე გორელმა ახალგაზრდამ, ლადო ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა მოიგო.

გორი და ვაშლი გასაგებია, რა შუაშია კარიკატურაზე გამოსახული ცხვარი და კარტოფილის ტომარა? - იკითხავთ. საქმე ისაა, რომ პეტრიაშვილმა ფინალში დაამარცხა პოლონელი მოჭიდავე, გვარად ბარანი (ქართულად, "ცხვარი") - 11:0, ხოლო ხინჩეგაშვილმა ფინალში 6:1 სძლია ბელორუს კალიეუს.

ასე და ამგვარად, ევროპის ჩემპიონატის ოქროებს გემო გავუსინჯეთ. საინტერესოა, რა გემოსია ოლიმპიური ოქროები. ეს ჩვენზე მეტად სწორედ გენოსა და ლადოს აინტერესებთ...

- პეტრიაშვილის ოქრო, ტლაშაძის ვერცხლი - ქართველთა
სრული ტრიუმფი ევროპაში [VIDEO]

- ოქროლადო - ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა თქმა უნდა, არ არის კარგი, რომ კობლიაშვილმა დათმო ფინალი, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა, ხოლო ის, ვისთანაც წააგო, მასზე უფროსი და გამოცდილი სპორტსმენია, შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ვერცხლის მედალოსანი, სხვა დროს ევროპაზე ოქრო და ბრინჯაოც აქვს. ასე რომ, ჯერ გაერკვიეთ და მერე იგინეთ!
qartveli-ს
16 მარტი 2016 17:57
0
სამივე სინჯის მედალი აიღეს კლასიკოსებმა და ამას ჩავარდნა ქვია? ...
kako
16 მარტი 2016 11:44
0
qartveli-ს ანუ ღრუზინს. რაღაც ლოგიკაში არ ჯდება შენი მოსაზრება. გუნდი, რომელიც ოქროსა და ვერცხლს აიღებს, როგორ შეიძლება უწოდო მის გამოსვლას ჩავარდნა!! ლოგიკა სადაა?
goga
16 მარტი 2016 11:36
0
JIGREBIXART
n
14 მარტი 2016 09:57
0
გილოცავთ ვაშკაცებო
nn
14 მარტი 2016 09:53
0
ბიჭბს მადლობა! და კიდევ ერთი წარმატება ბერძნულ რომაულში დღეს ერთი ოქრო დავითაშვილის! და ვერცხლი კობალაშვილის! არმატებები ბიჭბს! ვულოცავ მთელ საქართველოს!
baleshiki!
13 მარტი 2016 23:08
0
გაიხარეთ ბიჭებო, ღმერტმა დაგლოცოთ.
gizog
13 მარტი 2016 22:39
0
იმას რატომ არ წერთ რომ ჩავარდნა აქვს ბერძნულ-რომაულს? დათუნაშვილმა ოქრო კი მოიგო ,ქობლიაშვილმა ფინალში ვიღაც ... წააგო , მოკლედ ყელში ამოვიდა ამდენი წაგებები
qartveli
13 მარტი 2016 22:24
0

სიახლეები პოპულარული