19 მაისს, ბელორუსის დედაქალაქ მინკსის სპორტის სასახლეში დაწყებულ სამბისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა სამი მედალი მოიპოვა – თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.
ოქროს მედალი მოიპოვა ნინო ოძელაშვილმა (72 კგ), რომელმაც შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონობა შეინარჩუნა. წელსაც მხოლოდ ფინალი დათმო და ვერცხლს დასჯერდა პაატა ღვინიაშვილი (90), ხოლო ლევან ბერბერაშვილმა (52) ბრინჯაო დაისაკუთრა.
ნინომ გადამწყვეტ შეხევდრაში რუსი ირინა ალექსეევას სძლია, შემდეგ კი, ტრადიციულად, წარმატება ქართული ცეკვით აღნიშნა.
ევროპის ჩემპიონატი. I დღე: ნინო ოძელაშვილის ოქრო და ქართული ცეკვა [VIDEO]" width="297" height="133" />
20:50 19-05-2017
ევროპის ჩემპიონატი. I დღე: ნინო ოძელაშვილის ოქრო და ქართული ცეკვა [VIDEO]
AutoSharing Option
შეგახსენებთ, რომ ნინო პირველი ქართველი ქალია ყველა საჭიდაო სახეობაში, ვინც უფროსებში ევროპის ჩემპიონი გახდა.
დღეს მინსკში მედლები ქალთა შორის 48, 60 და 72 კგ-მდე წონით კატეგორიებში, ვაჟებში კი 52, 68 და 90 კგ-მდე წონებში გათამაშდა. ტურნირზე დარჩენილ წონებში ასპარეზობა 20 და 21 მაისს გაიმართება.
იხილეთ ინგლისური ვერსია
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
გ ა დ ა ი ყ ვ ა ნ ე თ ძიუდოში და აჭ ი დ ა ვ ე თ იქ ეს ნიჭიერი გოგონები,ოლიმპიური სახეობაა და კიდევ უფრო ს ა ა მ ა ყ ო ნ ი გაგვიხდებიან!