ევროპის ჩემპიონატი. II დღე: ნახუცრიშვილის ოქრო, ჩიდრაშვილის ვერცხლი

AutoSharing Option
20 მაისს, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე სამბისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი - ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა.

კონტინენტის ჩემპიონი 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლევან ნახუცრიშვილი გახდა, ვიცე-ჩემპიონობას კი 57 კგ-ში ვახტანგ ჩიდრაშვილი დასჯერდა.

ამრიგად, საქართველოს ვაჟთა და ქალთა გუნდების ანგარიშზე ჯამში ამ დროისთვის 5 მედალია - 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ოქროს მედალი მოიპოვა ნინო ოძელაშვილმა (72 კგ), ვერცხლს დასჯერდა პაატა ღვინიაშვილი (90), ხოლო ლევან ბერბერაშვილმა (52) ბრინჯაო დაისაკუთრა.

- ევროპის
ჩემპიონატი. I დღე: ნინო ოძელაშვილის ოქრო და ქართული ცეკვა [VIDEO]


მინსკში ევროპის ჩემპიონატი კვირას, 21 მაისს დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიჭებს ვულოცავ მედლებს.ვისაც აინტერესებს ნახვა,ბელორუსიის მეხუთე არხზე გადი.ინტერნეტში,ვიკს ტვ-ს ჩამონათვალშია,და მეც შემთხვევით გადავაწყდი.ლევან ნახუცრიშვილმა ფინალში კარგად იჭიდავა,ჩიგრაშვილი კი ფრთხილობდა, როცა ანგარიშში ჩამორჩა ,ბოლოსკენ გარისკა და მტკივნეულზე მოჰყვა.
სოსო
23:34 20-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული