სამბომ საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს სამბოს ეროვნულმა ფედერაციამ 2011 წლის საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა:
1. ტარიელ ცინცაძე
2. ზურაბ ტუღუში
3. იოსებ გირგვლიანი

* * *

ბათუმში ტერმინალის სპორტდარბაზში გაიმართა აჭარის აბსოლუტური ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში. ეს იყო აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის და ქართული ჭიდაობის აჭარის რეგიონული ფედერაციის მიერ მოწყობილი ერთობლივი შეჯიბრება.

აჭარის ფალავნობა საქართველოს ფალავნობის წინ გაიმართა, რომელიც შაბათს დიღომში ჩატარდება.

აჭარის ფალავანი ზედიზედ მესამედ გახდა ვახტანგ ზოიძე. მეორე ადგილი რეზო წულუკიძემ, მესამე კი თენგიზ ბოლქვაძემ მოიპოვა.

სამივე მოჭიდავე ორგანიზატორების მიერ ფულადი პრემიებით
დაჯილდოვდნენ. სხვათა შორის რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, აჭარაში ქართულ ჭიდაობაში რვა მწვრთნელი მუშაობს, რომლებიც ხელფასს იღებენ.

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული