ზვიად წიკლაურმა არაერთხელ მოიგო "ოფ ბრიტიშის" ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირი და დიდი ბრიტანეთის აბსოლუტური პირველობა.
ახლახანს კი კარდიფში დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე ზვიად წიკლაურმა მძიმე წონაში ხუთი ორთაბრძოლა გამართა, ხუთივე დამაჯერებლად მოიგო და ჩემპიონობა მოიპოვა. შეჯიბრებაში მრავალი ქვეყნის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.
ფოთელი მაგისტრის
სამბოს საერთაშორისო სამყაროში პოპულარობით სარგებლობს ყაზახეთის ტრადიციული მსოფლიო თასის ეტაპი (პირადი) ყაზახეთის პრეზიდენტის პრიზზე.
მსოფლიო თასის წლევანდელი შეჯიბრება ყაზახეთის ქალაქ ურალსკში გაიმართა. ასპარეზობაში სამი ქართველი სამბისტი გამოდიოდა და ორმა მათგანმა "ოქრო" და "ბრინჯაო" მოიპოვა. გამარჯვებულთა შორისაა 2011 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ბრინჯაოს მედლის მფლობელი, 23 წლის ფოთელი მოჭიდავე, ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრი ნიკო კუცია (82 კგ).
სხვათა შორის, ნიკო კუცია და მისი მწვრთნელი ზურაბ ტუღუში შარშან ფოთის საუკეთესო სპორტსმენად და მწვრთნელად აღიარეს.
ურალსკის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ნორიოელი (გარდაბანი) ბექა იმერლიშვილი (68 კგ).
10-12 თებერვალს ჩვენს სამბისტებს საქართველოს ჩემპიონატი ელით, რომელიც თბილისში გაიმართება.
გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"