ტურნირში 200-მდე მოჭიდავე გამოდიოდა, რაც უსაშველოდ დიდი რიცხვი არაა, მაგრამ რატომღაც ფედერაციამ შარშანდელის მსგავსად ახლაც ერთ დღეში მოინდომა ჩემპიონატის ჩატარება. ამას კიდევ ეშველებოდა, მაგრამ დარბაზშიც ორი ლეიბი გაშალეს და გაჭიანურების მიზეზი ესეც გახდა. შეჯიბრება დილით 10 საათზე კი დაიწყო, მაგრამ 24 საათისთვის დასრულდა. მძიმე წონაში შეხვედრები დაახლოებით 20 საათისთვის დაიწყო.
შარშანდელისგან განსხვავებით, ამჯერად ნაკრების ყველა ლიდერს არ უჭიდავია. ტრადიციულად, კვლავაც დიდი იყო ძიუდოისტთა წილი და ბევრი მათგანი ჩემპიონიც გახდა.
ეს შეჯიბრება მაისში მოსკოვში გასამართი ევროპის ჩემპიონატზე იყო ორიენტირებული, თუმცა ჩვენებს მანამდეც ექნებათ შესარჩევი შეჯიბრებები. უახლოესი 22-24 თებერვალს მინსკში გასამართი "პრეზიდენტის თასია", სადაც სრული გუნდით ვიასპარეზებთ, თუმცა მწვრთნელებს ჯერ საბოლოო შემადგენლობა არ დაუსახელებიათ.
კვარცხლბეკი.
52 კგ. 1. გენადი ჩირგაძე (ქუთაისი), 2. დიმიტრი მუმლაძე, 3. თამაზ ნოზაძე (ორივე - ხაშური), სანდრო ხუციანიძე (თბილისი).
57 კგ. 1. ვახტანგ ჩიდრაშვილი (თელავი), 2. ილია ტყეშელაშვილი (ქუთაისი), 3. ჯონდო მარიდაშვილი (თბილისი), გიორგი ნასყიდაშვილი (ზესტაფონი).
62 კგ. 1. შმაგი ლაგაზაური (ახმეტა), 2. ბექა ბუცხრიკიძე (ფოთი), 3. გიგა ბერიაშვილი (კასპი), ლაშა გიუნაშვილი (ქარელი).
68 კგ. 1. ლევან ნახუცრიშვილი (მცხეთა), 2. ვასილ ბერუაშვილი (რუსთავი), 3. ბექა იმერლიშვილი (გარდაბანი), ვანიკო თოთლაძე (გორი).
74 კგ. 1. გიორგი გასიტაშვილი (ქარელი), 2. ბექა ბერულავა (თბილისი), 3. გიორგი პაპუნაშვილი (გორი), ბექა ბერიაშვილი (კასპი).
82 კგ. 1. გიორგი ბაინდურაშვილი (მცხეთა), 2. ნიკო კუცია (ფოთი), 3. დავით კარბელაშვილი (გორი), ზაზა დავაძე (მარნეული).
90 კგ. 1. პაატა ღვინიაშვილი (გორი), 2. გიორგი იაძე (კასპი), 3. გიორგი ეპიტაშვილი (გარდაბანი), გიორგი ცოციაშვილი (მცხეთა).
100 კგ. 1. ბექა ბერძენიშვილი (ახალციხე), 2. გიორგი ქავტარაძე (თბილისი), 3. ილია მაჭავარიანი (გორი), მიხეილ ნარიმანიძე (დედოფლისწყარო).
+100 კგ. 1. მირიან პავლიაშვილი (მცხეთა), 2. ონისე ბუღაძე (საჩხერე), 3. სლავა რეზესიძე (დმანისი), მირიან გონჯილაშვილი (ახმეტა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"