საქართველოს ნაკრებმა მწვრთნელების გიორგი ჩიტაშვილისა და კობა ედიშერაშვილის ხელმძღვანელობით თითო პირველი-მეორე და სამი მესამე ადგილი მოიპოვა.
საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა დავით კარბელაშვილი (90 კგ), მეორე იყო ნიკოლოზ კუცია (82), მესამე - გიორგი ბაინდურაშვილი (82), ლევან ნახუცრიშვილი (68) და ბესარიონ ბერულავა (74).
მინსკში სულ 13 სპორტსმენი გამოდიოდა. ეს ტურნირი შედიოდა 17-21 მაისს მინსკში გასამართ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პროგრამაში.
გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"