ევროპის პირველობა 5-9 აპრილს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჩატარდება. ჩვენი გუნდები ორივე ასაკში ოპტიმალური შემადგენლობით - 10-10 მონაწილით გამოვლენ.
მწვრთნელებმა ნაკრების კანდიდატები საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით შეარჩიეს. ახალგაზრდებში საქართველოს ღირსებას ავთანდილ მზარეულაშვილი (48), ლევან ბერბერაშვილი (52), გიორგი მესაბლიშვილი (57), შმაგი ლაგაზაური (62), ტრისტან ფეიქრიშვილი (68), მიხეილ ჩოხელი (74), ამირან იანვარაშვილი (82), ალექსანდრე
გალდავამ სამბისტებს მომავალ ტურნირზე წარმატება უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ ტრადიციას ახალი თაობაც გააგრძელებს. "ჩვენი ასაკობრივი გუნდები ყოველთვის კარგად გამოდიოდნენ ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე. მჯერა, ამჯერადაც ასე იქნება. სამბოს ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას კარგი სპორტული მემკვიდრეობა დახვდა. სამინისტრო ყველანაირად დაეხმარება სამბისტებს" - განაცხადა მან.
"საქართველოს პირველობის შემდეგ გამოიკვეთნენ წონების ლიდერები ახალგაზრდებშიც და ჭაბუკებშიც. ევროპის ჩემპიონატზე ორივე გუნდი სრული შემადგენლობით იასპარეზებს. მათ გაიარეს შეკრება, კარგ ფორმაში არიან და შედეგსაც კარგს ველოდებით. როგორც არჩევნებისას სამბოს სამყაროს დავპირდი, დაახლოებით ათ დღეში ახალ მწვრთნელებს დავასახელებ, როგორც ასაკობრივ, ისე ეროვნულ ნაკრებში.
აქვე აღვნიშნავ, რომ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის შეთავსებას არ ვაპირებ - ყველას თავისი საქმე ექნება და ფედერაცია ფედერაციას დაემსგავსება" - თქვა ლიპარტელიანმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"