აქედან 5 ოქროა, 7 - ვერცხლი და 4 - ბრინჯაო. განსაკუთრებით კარგად ჭაბუკები გამოვიდნენ, რომელთა წილადაც 9 მედალი მოდის - 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.
ამ ასაკში ევროპის ჩემპიონები ომარ ნიაზაშვილი (70), უშანგი მარგიანი (75) და ზაურ მამარდაშვილი (87) გახდნენ. ანალოგიურ მიღწევამდე მხოლოდ თითო მოგება დააკლდათ იოსებ მელაძეს (52), ზაზა როსტომაშვილს (60), ლევან კირკიტაშვილს (65) და გიორგი ლაზუაშვილს
ახალგაზრდებში 7 ჯილდო ხარისხობრივად ასეა განაწილებული - 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. პირველობა შმაგი ლაგაზაურმა (62) და ამირან იანვარაშვილმა (82) მოიპოვეს. ფინალში ავთანდილ მზარეულიშვილი (48), მიხეილ ჩოხელი (74) და უშანგი კოკაური (+100) გავიდნენ, მაგრამ დამარცხდნენ და მეორე ადგილზე დარჩნენ. ბრინჯაოს მედლები წილად ხვდათ გიორგი მესაბლიშვილს (57) და ალექსანდრე მილდიანს (90).
გუნდური ადგილები ასე განაწილდა: ჭაბუკები. 1. საქართველო-48ქ, 2. რუსეთი-47, 3. სომხეთი-21. ახალგაზრდები. 1. რუსეთი - 60, 2. საქართველო - 37, 3. მოლდოვა - 25. ჩემპიონატში 21 ქვეყანა მონაწილეობდა.
დასასრულს გეტყვით, რომ ჩვენს გუნდში 20 სპორტსმენი შედიოდა (10-10 ჭაბუკი და ახალგაზრდა), ანუ უმედლოდ მხოლოდ 4 მონაწილე დაგვრჩა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"