საქართველოს სამბისტთა ნაკრებს არჩილ ჩოხელი გაწვრთნის

AutoSharing Option
19 აპრილს დუშეთის ოლიმპიური მზადების ცენტრში საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა - სოსო ლიპარტელიანმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და მათი თანაშემწეები წარუდგინა.

სამბისტთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი არჩილ ჩოხელი იქნება, რომელსაც ნაკრების მზადების პროცესში ვანო არაბული დაეხმარება. 

ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრებების მთავარ მწვრთნელად კი ემილ რაში იმუშავებს, ვისაც დამხმარედ გია ჩიტაშვილი ეყოლება.

სამბისტთა ნაკრები ამჟამად დუშეთში მოსამზადებელ შეკრებაზეა და მაისში რუსეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ახლად დანიშნული მწვრთნელების ხელმძღვანელობით ემზადება.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული