ეს ამბავი მოსკოვში, სამბისტთა ევროპის პირადი პირველობის პარალელურად გამართულ სამბოს ევროპული ფედერაციის არჩევნებზე მოხდა.
პარადოქსია, მაგრამ იაძის კანდიდატურა აღნიშნულ პოსტზე... ბელარუსმა წარადგინა.
მეტიც - იაძე საქართველოს მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლაზეც ლაპარაკობს და ამბობს, რომ თბილისიდან მისი კანდიდატურის დაბლოკვას შეეცადნენ - ჯერ სცადეს, ვიზა არ მოეცათ, მერე კი ბელარუსს ჩემი კანდიდატურის გამოწვევა სთხოვესო.
შეგახსენებთ, რომ იაძე "ქართული ოცნების" აქტივისტია.