ტოჩინოშინმა სეკივაკე დაიეიშო დაამარცხა - შემდეგი მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშოა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბაშოს მეშვიდე დღეს, ქართველი ფალავანი, ტოჩინოშინი სეკივაკე დაიეიშოს შეერკინა. იაპონელი სუმოტორი თავისი ტაჩი-აით (თავდაპირველი შეტაკება) გამოირჩევა, თუმცა ფიიზიკური ძალა უცხო არც ჩვენებურისთვისაა.

ურთიერთშეხვედრებში, ლევანი უპირატესობას ფლობდა (6:4), თუმცა ტრავმის გამო, კოეფიციენტები მოწინააღმდეგის მხარეს იყო. სუმოტორები დოჰიოზე ერთნაირი ბალნსით - 2:4-ზე გავიდნენ.

ტოჩინოშინისგან რაც ვნახეთ, ეს არის გამოცდილებისა და ოსტატობის ერთობლიობა. ქართველმა დოჰიოზე ისე იმოძრავა, რომ მეტოქეს სივრცე მაქსიმალურად შეუმცირა, ძლიერი დარტყმების საშუალება არ მისცა და ტავარას (დოჰიოს შემომსაზღვრელი თიხის წნელი) მიღმა იორიკირის კიმარიტეთი (ილეთით, როდესაც ხელები მიბჯენილი გაქვს და ისე
გადაგყავს) გადადგა.

ლევანს ხვალ ურთულესი ორთაბრძოლა ელოდება, მისი მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო იქნება. როგორც თავად თქვა, იაპონელი ბაყაყივით არის, თუ ხელში მოიგდო, მოუგებს, თუმცა ეს 9 ცდიდან მხოლოდ ერთხელ მოახერხა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ტოჩი ნოშიმ სეკი ვაკე დაა ნარცხა რავ არც ლაყე ტლაპ ოში.. მცოდნია იაპონური ხომ?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
20 სექტემბერი 2020 02:55
5
ძალიან მძიმე გამარჯვება გამოუვიდა.ვულოცავ ლევანს გამარჯვებას და ხვალაც გამარჯვებას ვუსურვებ.კოვიდ პაუზის შემდეგ,ლევანს ძალიან უჭირს მავაშზე ჩავლება,მით უფრო ორივე ხელით.ადრე,საუკეთესო წლებში კი,ლელო,სწორედ ამითი გაჰქონდა ძალიან ხშირად.ახლა განსხვავებული სტილით იბრძვის,ალბათ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.ძალიან გამოცდილია და იმედი მაქვს,ძალიან სწრაფად აითვისებს ახალი სტილის თავისებურებებს
სოსო
19 სექტემბერი 2020 21:23
0
ტოჩიმ 02:00 წთ-ზე, რომ მოაბზრიალა დაიეიშო და დააკარგვინა წონასწორობა, "ქანციც გააძრო: და "არაქათი გამოაცალა".
იდალგო
19 სექტემბერი 2020 21:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული