ტოჩი რთული ვითარებიდან გამოძვრა და კაჩი-კოშის მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი სუმოისტი ლევან გორგარძე, იგივე ტოჩინოშინი დღეს, 20 ნოემბერს, კიუშუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს მე-3 მაეგაშირა ოკინოუმის დაუპირისპირდა და მეტოქეიორიკირის ილეთით დაამარცხა.

შერკინების სტარტი ქართველისთვის ცუდი გამოდგა. მოწინააღმდეგემ კარგად ჩააავლო და ტოჩი ტავარასთან მიიყვანა, მაგრამ საბოლოოდ ქართველმა მაინც მოახერხა გამარჯვება და აქტივში მე-7 მოგებაც ჩაითვალა.

ლევანს 6 მარცხის წილ 7 მოგება აქვს და კაჩი კოშის დასაფიქსირებლად 1 მოგება აკლია. ტოჩის მომდევნო მეტოქე კაისეი იქნება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლევანი გამორჩეული სპორტსმენია მებრძოლი სულით. ცალი მუხლი დაზიანებული აქვს და ასეთ მაღალ დონეზე გამოდის. მას ორივე მუხლი რომ მწყობრძი ჰქონდეს უკვე იოკუძუნა იქნებოდა და ბევრ ბაშოს მოიგებდა.
ქართველოშინი
20 ნოემბერი 2020 17:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული