
ტოჩინოშინს 4-2 ბალანსი აქვს და მისი მომდევნო მეტოქე მე-10 მაეგაშირა ოკინოუმია. აქამდე ქართველი იაპონელს ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ წააგო.
Video![ქართველმა სუმოისტებმა ბაშოზე ზედიზედ მეორე დღე ჩააგდეს [VIDEO] Sportall.Ge](/images/videomanager/videoimages/http://video.ambebi.ge/files/2013/01-18/tochinoshiniqtp.jpg)
ლევან გორგაძემ ოს არანთან დათმო ორთაბრძოლა
![ქართველმა სუმოისტებმა ბაშოზე ზედიზედ მეორე დღე ჩააგდეს [VIDEO] Sportall.Ge](/images/videomanager/videoimages/http://video.ambebi.ge/files/2013/01-18/tochinoshiniqtp.jpg)
ლევან გორგაძემ ოს არანთან დათმო ორთაბრძოლა
კიდევ უფრო ცუდად აქვს საქმე თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ). ელიტის ყველაზე მძიმე სუმოისტმა (212 კგ) მე-7 მაეგაშირა ტაკაიასუსთან დათმო. ეს იყო დასანანი მარცხი, რადგან გაგამარუმ თითქმის გაიყვანა მეტოქე რკალიდან და ბოლო წამს წაიფორხილა.
![ქართველმა სუმოისტებმა ბაშოზე ზედიზედ მეორე დღე ჩააგდეს [VIDEO] Sportall.Ge](/images/videomanager/videoimages/http://video.ambebi.ge/files/2013/01-18/gagamaruqtp.jpg)
თეიმურაზ ჯუღელი ტაკაიასუსთან დამარცხდა
ჩვენებურს 2-4 ბალანსი აქვს. მას კიდევ უფრო გაუჭირდება, რადგან მომდევნო მეტოქე ჩემპიონის რანგის ფალავანი, ბულგარელი ოძეკი კოტოოშუ ჰყავს, რომელსაც ერთხელ იმპერატორის თასიც აქვს მოგებული. ქართველი გოლიათი 4-ჯერ დაუპირისპირდა 2 მეტრზე მაღალ ბულგარელს, მაგრამ უშედეგოდ.
ჰაცუ ბაშოს კი პირველად ჰყავს ერთპიროვნული ლიდერი - მონღოლი დიდი ჩემპიონი (იოკოძუნა) ჰარუმაფუჯი. მხოლოდ მას აქვს 6-0 ბალანსი.
ასევე იხილეთ:
ლევან გორგაძე იანვრის ბაშოზე პირველად დამარცხდა [VIDEO]