ევროპის ჩემპიონატი: მარსაგიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
დღეს, 2 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დაწყებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებიდან ასპარეზობაში ოთარ გოგავა (57) და დავით მარსაგიშვილი (86) ჩაებნენ.

მათგან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი მარსაგიშვილი აგრძელებს, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში უნგრელ ისტვან ვერებს დაუპირისპირდება.

ჩემპიონატზე ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 სთ-იდან დაიწყება, შეხვედრების ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეიძლება.

მარსაგიშვილი ჩემპიონატის ნახევარფინალში რუს დაურენ კურუგლიევთან ბოლო წამებზე დასანანი შეცდომის გამო დამარცხდა (2-4), მანამდე კი მოლდოველ დენის ბალაურს (11-6) და ფინელ ტაპანი
ჰეინოს (7-1) გაუსწორდა.

დებიუტანტმა გოგავამ სასტარტო შეხვედრა დათმო ისრაელის წარმომადგენელ იური ჰოლუბთან (0-10).
მკითხველის კომენტარები / 16 /
აქ "ზურაბის" გარდა, მე მგონი ყველა ხუმრობაზეა აცრილი. მაშინ ერთ თემას შემოვაგდებ კიდევ : კახელებს ჩოხელის გარდა ფეხბურთელი არ ყოლიათ. აბა ჰე....
kaxeli
03 მაისი 2017 10:08
0
ნესტორ ესებუა, რომელმაც კულა გლდანელი დაამარცხა, იყო სოფელ სორტადან (სენაკის რაიონი).
მიშა - ზურაბს
03 მაისი 2017 09:23
0
ნესტორ ესებუა სენაკელი იყო
გიო
02 მაისი 2017 22:08
0
ისე ვითომ დიდი არაფერი, მაგრამ მართლა ნერვები მომეშალა, რატომ უნდა ქონდეს ქართველ კაცს ასეთი ზიზღი სხვა კუთხეებზე ნამდვილად ვერ ვხსნი მაგ "ფენომენს"...
ზვიადი
02 მაისი 2017 20:35
0
კაცმა იხუმრა და რა დაესიეთ? ისე, ესებუა იმერეთიდან იყო, კარტოზია აჭარაში, ქედის რაიონ სოფელ ვაიოში დაიბადა, თანაც ის და რომან რურუა კლასიკურში იყვნენ და არა თავისუფალში.
zurab
02 მაისი 2017 20:34
0
კახელო, ეგრე არ შეიძლება.
ნესტორ ესებუა;
გივი კარტოზია;
რომან რურუა;
მანუჩარ კვირკველია.
თუმცა კახელებს გაცილებით მეტი გყავთ მაგარი მოჭიდავე.
მიშა
02 მაისი 2017 17:52
0
kaxeli რა გაგიკვირდა? რურუა და კარტოზია ალბათ არ გექნება გაგებული...
ზვიადი
02 მაისი 2017 17:49
0
კვირკველია არაა მეგრელი?!
gela
02 მაისი 2017 17:39
0
კახელს!!!! გივი კარტოზია და რომან რურუა ეტყობა არ გაგიგია. ერთი მოგეკითხა, ჰააა!?...
vava-vava
02 მაისი 2017 17:38
0
სირცხვილია ესეთი კომენტარები...გივი კარტოზია მაინც გაიხსენეთ და მიხვდებით რომ მეგრელებიც ჭიდაობენ
ასხ
02 მაისი 2017 17:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული