ევროპის ჩემპიონატი: დავით მარსაგიშვილი ბრინჯაოს ვერ შესწვდა

AutoSharing Option
2 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დაწყებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, პირველ დღეს, საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა.

ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა დავით მარსაგიშვილმა (86), მაგრამ უნგრელ ისტვან ვერებთან თანაბარ ბრძოლაში (2-2) დამარცხდა.

ქართველი ფალავანი ჩემპიონატის ნახევარფინალში რუს დაურენ კურუგლიევთან ბოლო წამებზე დასანანი შეცდომის გამო დამარცხდა (2-4), მანამდე კი მოლდოველ დენის ბალაურს (11-6) და ფინელ ტაპანი ჰეინოს (7-1) გაუსწორდა.

წარუმატებლად იასპარეზა დებიუტანტმა ოთარ გოგავამაც (57), რომელმაც სასტარტო შეხვედრა დათმო ისრაელის წარმომადგენელ იური ჰოლუბთან (0-10).

აღსანიშნავია, რომ უმჩატეს წონაში ოქროს მედალი აზერბაიჯანის
სახელით მოჭიდავე გიორგი ედიშერაშვილმა მოიპოვა.

3 მაისს ევროპის ჩემიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე 65 და 97 კგ-მდე წონითი კატეგორიის ვაჟები იასპარეზებენ. საართველოს ნაკრებიდან მედლებისთვის, შესაბამისად, ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს რა სლეობა შემოვიდა მოდაში. თქვენი წვერი...)))
shota
03 მაისი 2017 16:15
0
suntkva sheekra tips chidaobis dros am tverebshi, gaiparse ra ubedurebaa, arz gixdeba, am sportzmenebistvis ra moda shemovida aseti mojaxetebs hgvanan ukve((((
kai bichi
03 მაისი 2017 11:22
0
რავა ტყუილად გვაქვს ამის იმედი.
დათო
03 მაისი 2017 11:00
0
დათოს მე მგონია ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება.შთაბეჭდილება ყოველთვის ისეთი მრჩება,რომ მას გაცილებით მეტი შეუძლია,უბრალოდ ბრძოლას უმარტივესი შეცდომების შედეგად აგებს.თანაც ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება.
სოსო
03 მაისი 2017 10:44
0
ეს წვერი რა უბედურებაა...
შოთა
03 მაისი 2017 09:29
0
წვერი გაიპარსე, არ გიხდება.
ქართველი
03 მაისი 2017 09:04
0

სიახლეები პოპულარული