დავით მოძმანაშვილმა რუსი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალშია! [+VIDEO]

AutoSharing Option
10 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრის ნახევარფინალში დავით მოძმანაშვილი (120 კგ) რუსეთის წარმოამდგენელ ბილიალ მახოვს დაუპირისპირდა.

ქართველმა ფალავანმა მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონთან ორთაბრძოლის დასაწყისშივე შეძლო ქულის აღება და პერიოდი თავის სასარგებლოდაც ჩაამთავრა.

მეორეში რუსი ფალავანი გააქტიურდა და ქართველის ხალიჩიდან კი გაყვანა შეძლო, თუმცა მოძმანაშვილმა ილეთით უმალ გაუთანაბრა, შემდეგ კი საქმე საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა (იხილეთ ვიდეო).

ოქროს მედლისთვის მოძმანაშვილი უზბეკ არტურ ტაიმაზოვს, თბილისის დროით, 22:56 სთ-ზე დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ:
დავით მოძმანაშვილმა ყაზახი მეტოქე იოლად ჩამოიცილა და ნახევარფინალშია

დავით მოძმანაშვილმა ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო [+VIDEO]
იღბლიანი წილისყრა - ქართული ტრიოს სამი მედლის რეალური შანსი
მკითხველის კომენტარები / 4 /
აი ვაჟკაცი აი ჟინი და ქართული თავდადება, ეკიდა ვის ხვდებოდა ყველა გამოსვლაში ჩადო მთელი ჯიგარი და კაცურად მოიგო ამნაირი ბიჭებისთვის და სპორტსმენებისთვის სიცოცხლეც არ დაგეზარება
kote
18:30 11-08-2012
0
გაიხარე, დავით საქართველოს გახარებისათვის. შენზე ჰალალია ჩემპიონობა.....
ramazi
18:46 11-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული