დავით მოძმანაშვილი ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია! [+VIDEO]

AutoSharing Option
საქართველომ მეორე ოლიმპიური ვერცხლის მედალი მიითვალა. 11 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილმა 120 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა და მხოლოდ ფინალში, გამოცდილ უზბეკ ფალავანთან - არტურ ტაიმაზოვთან დამარცხდა.

გადამწყვეტი ორთაბრძოლის პირველი პერიოდი მეტოქეებმა ერთმანეთის დაზვერვით დაიწყეს. რისკზე წასვლას არც ქართველი და არც უზბეკი ცდილობდა და საბოლოოდ საქმე ბურთულის ამოღებაზე მიდგა. ტაიმაზოვმა ლურჯი - მოძმანაშვილის ფერი ამოიღო, რითაც ქართველ ფალავანს პერიოდის მოგების კარგი შანსი მიეცა.

სამწუხაროდ, დათომ შანსი ვერ გამოიყენა, ქულა უზბეკმა მოიპოვა და პერიოდის გამარჯვებულიც ეს უკანასკნელი გახდა.

მეორე
პერიოდიც პირველის მსგავსად წარიმართა. ქულა მოძმანაშვილს სჭირდებოდა, მაგრამ პირიქით კი მოხდა - ტაიმაზოვმა ქართველი ხალიჩის მიღმა გაიყვანა და დაწინაურდა.

Sportall.Geდათომ დარჩენილ მცირე დროში ვითარების გამოსწორება ვეღარ შეძლო და საბოლოოდ გამარჯვება უზბეკ ფალავანს დარჩა (იხილეთ ვიდეო).

ამრიგად, 11 აგვისტოს მოასპარეზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველთა მონაგარი ექვს მედლამდე გაზარდეს.

შეგახსენებთ, ლონდონში ოქრო ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა დაისაკუთრა; ვერცხლის მედლებს, მოძმანაშვილის გარდა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხი და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი დაეუფლნენ; ბრინჯაოს პრიზიორები კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაია და თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მარსაგიშვილი გახდნენ.

ასევე იხილეთ:
დავით მოძმანაშვილმა რუსი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალშია! [+VIDEO]
დავით მოძმანაშვილმა ყაზახი მეტოქე იოლად ჩამოიცილა და ნახევარფინალშია
დავით მოძმანაშვილმა ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო [+VIDEO]
იღბლიანი წილისყრა - ქართული ტრიოს სამი მედლის რეალური შანსი
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა გჭირთ ხალხო, ეს ახალგაზრდა კაცია თავისი შრომით მიაღწია ამხელა წარმატებას. ხომ ნახეთ მოწინააღმდეგე ადამიანი კი არა, რაღაც რობოტი იყო, არ უნდა გაგვიჭირდეს აღიარება, ძალაინ ზლიერი იყო, მე იმედი მაქვს შემდეგ ოლიპიადაზე ის აღარ იქნება. ამასობაში კი დათო გაიზრდება ერთი ორად და ოქროსაც ასწევს. გილოცავ დავით ერთი ქართველი კაცი ამ დიდი წარმატებას, ეს ჩვენი ქვეყნის წარმატებაა, გილოცავ...
alkapone
10:43 13-08-2012
0
ის ფაქტი რომ ვერაფრის გაკეთება მოახერხა, იმას მაფიქრებინებს რომ ძალიან ძლიერი იყო მეტოქე. თუმცა თითქოს დანებდა და ეგ არ მომეწონა. უნდა ებრძოლა მაინც.
odala
01:12 12-08-2012
0

სიახლეები პოპულარული