გიორგი ედიშერაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, რაც ქართველების პირველი ოქროა თბილისში გამართულ ტურნირზე. გარდა ამისა, ბრინჯაოს მფლობელი 20 მარტს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა.
ტრიუმფის შემდეგ ოქროსმედალოსანმა ფალავანმა კომენტარი გააკეთა:
"ძალიან მიხარია, რომ გავიმარჯვე და გავხდი ევროპის ჩემპიონი. ამ გამარჯვებას დარბაზისა და ქართველი ხალხის დიდი ქომაგობით მივაღწიე. ყველაფერი გავაკეთე, რომ გამეხარებინა საქართველო და ჩემს სამშობლოში გავმხდარიყავი ევროპის ჩემპიონი", - თქვა ედიშერაშვილმა.
Video
გიორგი ედიშერაშვილმა საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა
გიორგი ედიშერაშვილმა საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა
ყოველდღიური სპორტული
ასევე იხილეთ:
ევროპის ჩემპიონატი. II დღე: ედიშერაშვილის მოულოდნელი ოქრო
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: დებიუტისთვის კარგი შედეგია, მაგრამ მეტი შემეძლო