ქართველმა "თავისუფლებმა" სომხეთის ტურნირზე გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს

AutoSharing Option
სომხეთის ქალაქ ვანაძორში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონ სტეპან სარგისიანის სახელობის ტურნირი დასრულდა.

მეორე საშეჯიბრო დღეს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (60), გიორგი სანოძემ (74) და ზურაბ ახობაძემ (96) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ხინჩეგაშვილმა ჩემპიონობის შანსი ნახევარფინალში სამ გზის მსოფლიოს ჩემპიონ ბესიკ კუდუხოვთან წაგებით დაკარგა, თავად კუდუხოვი ფინალში არ გამოცხადდა და ჩემპიონობა უბრძოლველად ერგო სომეხ აშოტ ტერტერიანს.

74-ში როგორც მოსალოდნელი იყო გამარჯვება მოიპოვა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ამერიკელმა ჯორდან ბაროუზმა, რომელმაც პირველივე შეხვედრაში სწორედ ჩვენებური გიორგი სანოძე დაამარცხა, ფინალურ ორთაბრძოლაში ამერიკელს გვარიანი ოფლის ღვრა მოუწია გამარჯვების
მისაღწევად რუს აცამაზ სანაკოევთან 7-6.

96-ში დავით ქერაშვილმა ბრინჯაოსთვის შეხვედრა დათმო რუს ბაიცაევთან ხოლო ზურაბ ახობაძემ თანაგუნდელ ომარ გუსოშვილს სძლია ეფექტური გდების წყალობით.

ამრიგად საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს , 1 ვერცხლის, 5 ბრინჯაოს მედალი და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

პირველობა ამერიკელები იზეიმეს 3 ოქროს და ვერცხლის მედლით ხოლო მესამე ადგილზე სომხეთის გუნდი გავიდა.

ასევე იხილეთ:
ქართველმა "თავისუფლებმა" სომხეთის ტურნირის პირველ დღეს 5 მედალი მოიპოვეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული