ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების უმძიმესმა წევრმა გენო პეტრიაშვილმა (120) ხუთ შეხვედრაში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების წყალობით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
პეტრიაშვილმა გერმანელ, კანადელ, ტუნისელ, ნახევარფინალში კი რუსების წარმომადგენელ გიორგი გოგაევს მოუგო 11-4, ხოლო ფინალში ირანელი აბდოლაგ გომი ავილი დაამარცხა.
გარდა ამისა, ვერცხლის მედალი მოიპოვა დავით ბუზიაშვილმა (66), ხოლო ბექა ბუჯიაშვილი (55) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.