გიორგი საკანდელიძის ზედიზედ მეორე გამარჯვება საკონტინენტთაშორისო თასზე

AutoSharing Option
მძიმეწონოსანი გიორგი საკანდელიძე ზედიზედ მეორედ გახდა საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეს პრესტიჟული ტურნირი 20 ოქტომბერს დამთავრად ხასავიურტში, ყველაზე მძიმე წონის ფინალი კი ისევ ქართული ტრიუმფით დასრულდა.

საგულისხმოა, რომ საკანდელიძემ გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძელი - ხასავიურტელი არსანბეკ ალიევი 5:1 დაამარცხა, მანამდე კი ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ასლან ძებისოვს 6:2 მოუგო.

კვირას ბრინჯაოსთვის ახალგაზრდა ზურაბ ახობაძემაც (96) იჭიდავა, თუმცა საბოლოოდ მედალს მაინც ვერ შეწვდა და მეხუთეზე დარჩა.

ძირითად ბადეში მან დასანანი შეხვედრა წააგო ამერიკელთა მომავალ ფინალისტ დასტინ კილგორთან - თავიდან 6:0 დაწინაურდა, მაგრამ
მერე ჯერ 8 უპასუხო ქულა დაკარგა, ბოლოს კი მეტოქემ სულაც ბეჭებზე დააწვინა. სამწუხაროდ, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაც სულ რაღაც ერთ წუთში ბეჭებზე დაცემით დაასრულა ლონდონის ოლიმპიადის ყირგიზ მონაწილესთან, ინგუშეთიდან გადაბირებულ აზიის ვიცე-ჩემპიონ მაგომედ მუსაევთან.

სამწუხაროდ, კვირას მოასპარეზე დანარჩენ ქართველებს მედლის მოპოვების რეალური შანსი არ ჰქონიათ. ამდენად, ჩვენი გუნდის საერთო მონაგარი 2 ოქრო და 1 ვერცხლის - შაბათს ჩემპიონი ბექა ბუჯიაშვილი (55) გახდა, ლევან ქელეხსაშვილმა (66) კი ფინალური პაექრობა წააგო. შაბათსვე მეხუთე ადგილზე სანდრო ამინაშვილიც (84 გავიდა.

ასევე იხილეთ:
ქართველმა "თავისუფლებმა" ხასავიურტის ტურნირის პირველ დღეს ოქრო-ვერცხლი მოიპოვეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული